პროექტის დასაწყისი- პირველი კვირა
გავაკეთებ ბროშურას, რათა მოსწავლეებს და მათ მშობლებს გავაცნოთ პროექტით სწავლების მნიშვნელობა და მისი როლი რეალურ ცხოვრებაში.
პროექტის თემის გასაცნობათ მოსწავლეებს დავუსვამ ზოგად კითხვას ,, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები დრეს ჩვენს ცხოვრებაში? " მოსწავლეები მსჯელობენ,
გამოთქვამენ მოსაზრებებს თემის ირგვლივ. ისმენენ ერთმანეთის პასუხებს და აკეტებენ კომენტარებს. ზოგადი კითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეთა ინტერესის გასაღვიძებლად
დავსვამ თემატურ შეკითხვებს "რა გავლენას ახდენს კომპიუტერი ადამიანზე, მოზარდზე ?" ,, რა არის კომპიუტერზე დამოკიდებულება? " , ,, რა გავლენას ახდენს კომპიუტერზე დამოკლიდებულება ადამიანის ჯამრთელობაზე? " . რის შედეგადაც ისინი მიხვდებიან
რა თემაზე მოუწევთ მუშაობა. შევადგენ პროექტის შეფასების რუბრიკას, რომლითაც მოსწავლეები გააცნობიერებენ , რომ მოცემული კრიტერიუმებით შეფასედება მათი მუშაობა პროექტზე მუშაობის მთელ პროცესში.
პროექტზე მუშაობა- მეორე კვირა
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და მივცემ დავალებებს მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.გავუწევ მონიტორინგს, თუ როგორ იძიებენ მასალებს ინტერნეტიდან,როგორ ანალიზს უკეთებენ მოძიებულ მასალებს და როგორ წარმარტავენ გამოკითხვას სკოლაში და თანაკლასელებთან, როგორ იყენებენ ენობრივ ცოდნას ცალკეული ტერმინების გამოყენებისას. მუშაობენ თუ არა ბროშურის მომზადებაზე კომპიუტერზე დამოკიდებულების შესახებ.
პრეზენტაციის მომზადება
პროექტზე მუშაობის ბოლო ფაზაში მიუთითებ მოსწავლეებს ,რომ დაიქყონ პრეზენტაციაზე მუშაობა. მოვაწყობ მათთან შეხვედრებს რეკომენდაციის გაწევის მიზნით.
No comments:
Post a Comment